четверг, 3 марта 2016 г.

ტრენინგის შეჯამება

ინტელის  სასწავლო კურსის ტრენინგის დაწყებას შევხვდი ინტერესით და სიამოვნებით ჩავერთე ტრენინგების მსვლელობაში.ყოველი დღე იყო საინტერესო, ცოდნის  შევსებისა და გამდიდრების დღე. შევისწავლე პროექტის შედგენის გზა ეტაპების და ნაბიჯების მიხედვით, ავირჩევთ პროექტის თემას, შეუსაბამებთ ესგ- დან სტანდარტებს,  ინდიკატორებს,  მისაღწევ შედეგებს .დავსახავ  პროექტის მიზანს.
 პროექტის  შედგენისას  ვითვალისწინებ  ყველა ეტაპს, მოსწავლეებისთვისპროექტის გაცნობას მისაღწევ მიზანს, ვაცნობთ სამუშაო გეგმას, ვიყენებთ ბუკლეტის შექმნის ცოდნას, ტრენინგზე შევისწავლეთ გაჯეტების გამოყენება, სურათების გადმოწერა, დრაივში     ატვირთვა და   გადმოწერა, შენახვა შექმნილი საქაღალდისა. საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული ტრენინგი.  მადლობა მასწავლებელთა სახლს.

ტრენინგის მეცხრე დღე

მეცხრე დღე ძალზე საინტერესოდ  დავიწყეთ. ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე. შევისწავლეთ  სიის გაჯეტის შედგენა  და მისი გამოყენება პროექტის შედგენაში. გავეცანით  დრაივის მნიშვნელობას და მის გამოყენებას. გავეცანით როგორ  მოვახდინოთ ცვლილებები შექმნილ პროექტში.
             მოვისმინეთ ჩვენი კოლეგების მიერ შექმნილი პროექტების პრეზენტაცია.
შევიძინეთ ცოდნა პროექტების წერისა. მადლობა ტრენერს, ქ-ნ  ქეთევან ცერაძეს
გულისხმიერებისა და ცოდნის გაზიარებისათვის.